ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი აქტივობებით გააცილეს
30-11-2022

ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში შემოდგომასთან დაკავშირებით, აქტივობები - „გვიანი შემოდგომა“ და „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებითა და ცეკვებით გააცილეს წელიწადის უმშვენიერესი დრო. ისინი აქტივობაში ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

აღნიშნუილი ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და იმის უკეთ გააზრებ იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო ოჯახებისა და ქვეყნისთვის. 

გარდა ამისა, ინტეგრირებული გაკვეთილები ხელოვნებასა და მუსიკაში ჩატარდა. მოსწავლეებმა მუსიკის თანხლებით, ხელოვნების გაკვეთილზე ნაირფერი შემოდგომის ფოთლები ნახატებად აქციეს, კრეატიული აზროვნება ჩართეს, ფანტაზიასაც მოუხმეს, შედეგად კი, სხვადასხვა ლამაზი და საინტერესო გამოსახულება მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203