„ბავშვთა უფლებების კონვენცია“- წყალტუბოს N2 სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ფენიქსის“ ორგანიზებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
30-11-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება განხორციელდა. 

ღონისძიება - „ბავშვთა უფლებების კონვენცია“ სამოქალაქო განათლების კლუბ „ფენიქსის“ ორგანიზებით გაიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. კლუბის წევრებმა საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული აქტივობები - ვიდეორგოლი, პროექტი, ესე და ანიმაცია წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათი ხელმძღვანელები მზია მაისურაძე და მარინა გოლეთიანი არიან.

სკოლის დირექტორმა ნარგიზ ფირცხალავამ კლუბის წევრებს და ხელმძღვანელებს მუშაობისა და საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203