საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
მათ არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის" შესწავლის პროცესი საინტერესოდ წარმართეს, სიღრმისეულად გაითავესეს ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემები და შექმნეს პოსტერები, რომელთა თემებიც შემდეგი იყო:
- რა არის ბულინგი?;
- ბავშვთა უფლებები;
- მშობლებისა და შვილების ურთიერთობა;
- ყველაზე ერთგული ძაღლები და მათი უფლებები.
პოსტერების შექმნაში თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. განაწილდნენ ჯგუფებად, მოიძიეს შესაბამისი ინფორმაცია, დაახარისხეს, გადაიტანეს პოსტერებზე და აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნაშრომები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მათი ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა კრაველიძე იყო.
იხილეთ ფოტოები: