დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო კომპლექსური დავალება შეასრულეს
30-11-2022
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებული კომპლექსური დავალება შეასრულეს.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს