ციხიის საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
30-11-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, შთამბეჭდავი ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ციხიის საჯარო სკოლაში უკვე ათეული წელია ტრადიციად იქცა გვიანი შემოდგომის აღნიშვნა. წელსაც მთელი სკოლა გაერთიანდა და ჩაერთო ამ ღონისძიების ფრთების შესხმაში.

მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და კიდევ ერთი სასიამოვნო დღე დარჩა სკოლის ისტორიას.

დირექტორმა, ეკა აბესაძემ, ღონისძიების ინიციატორ პედაგოგებს - ლია ობოლაძესა და ცირა კაკუშაძეს მიულოცა ღონისძიების წარმატებით წარმართვა. აღნიშნა მოსწავლეთა შემართება, გუნდური მუშაობის ნაყოფიერი შედეგი და წარმატება უსურვა.

წელს, შემოქმედებითი სიახლეც გამოიკვეთა „2022 წლის შემოდგომის ჩარჩო“, რომელიც მე-9 კლასელმა არჩილ ჩუბინიძემ მეგობრებთან ერთად შექმნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203