„ოქროს შემოდგომა“ - ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
29-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში მოეწყო ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“, რომელშიც მონაწილეობა მთელმა სკოლამ მიიღო. თითოეულმა კლასმა საკუთარი კუთხე, ორიგინალური ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინა. ნამუშევრებმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია დამთვალიერებელში.

შეფასდა თითოეული ნამუშევარი. შემდგომ კი გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული ცეკვები ისე სიმღერები და სკეტჩები.

„დიდი კმაყოფილება და ემოცია გამოიწვია ამ ყველაფერმა მოსწავლებში, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათი შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203