ალათუმანის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
29-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა. 

ზეიმის ფარგლებში, სკოლის ქართული ენის წრის წევრებმა გამოუშვეს გაზეთი და ხატვის კონკურსი მოაწყვეს. გარდა ამისა, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203