„შემოდგომის ფერები“- დილისკის N1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
29-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა. 

ის ქართული, როგორც მეორე ენის  მაძიბელმა მასწავლებელმა მილენა მკოიანმა და მე-3 კლასის დამრიგებელმა, სომხური ენისა და ბუნებისმეტყველებს მასწავლებელმა - სედა მანასიანმა ჩაატარეს. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ იმღერეს, იცეკვეს, რესურსები დაამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

გაკვეთილს მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია და ქართული, როგორც მეორე ენის მაძიებლის ტუტორი ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203