„ოქროსფერი შემოდგომა“- ახლოლალოს საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო
29-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ მოეწყო.

მოსწავლეები მის მიმდინარეობში, პედაგოგ ლეილა მამედოვას ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

გარდა ამისა, მათ ქართული და აზერბაიჯანული ცეკვები შეასრულეს.შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203