იხტილის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
29-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებლემა გოარ თოროსიანმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია, „ა“ ასო გააცნო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა. 

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, იმღერეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბოლოს, სკოლის ეზოში გავიდნენ და ცაში ბუშტები გაუშვეს. 

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს. 


იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203