ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პლანეტები საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
29-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პრეფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ისინი ამ მიზნით, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-5 კლასში მასწავლებელმა ისკუი ეღუნიანმა საგან ბუნებაში ჯგუფური სამუშაო ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა პლანეტები იყო. მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ და 2-2 პლანეტა წარადგინეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ინფორმაცია მოიძიეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

„გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203