ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური
29-11-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

ისინი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მუზეუმში გამოფენილი ნივთები დაათვალიერეს, მოისმინეს საინტერესო ამბები გენიალური პოეტების შესახებ, წაიკითხეს ლექსები.

გარდა ამისა, მუზეუმში საზეიმოდ აღნიშნეს გალაკტიონის იუბილე და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ამასთან, მოსწავლეებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულეს, სადაც ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უნიკალური მასალა ინახება. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს აქ გამოფენილი ექსპონატები. დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები და მასწავლებლებიც სასიამოვნო შთაბეჭდილებებით სავსენი დაბრუნდნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203