ნინოწმინდის N1 სკოლის მოსწავლე ანა ბოდოიანმა საგანმანათლებლო პროექტში ნამუშევრით - „ქართული ღვინო ევროპას“, მეორე ადგილი დაიკავა
29-11-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლე ანა ბოდოიანი პროექტში - „წერილი ევროპას თბილისიდან“, მონაწილეობდა. ის „XXI აკადემიამ“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით განახორციელა. 

მოსწავლე მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთო და ნამუშევარი - „ქართული ღვინო ევროპას“ მოამზადა. მისი ნაშრომი საინტერესო და შემოქმედებითი იყო. შედეგად მან საპატიო მეორე ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ანას და ვუსურვებთ ახალ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203