ზიკილიის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებულ გაკვეთილზე სიმფონიური ორკესტრი შექმნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
მას მასწავლებლები - ქეთევან კარიბოვი და ირმა გაჩეჩილაძე უძღვებოდნენ. მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური საკრავები წარმოადგინეს და სიმფონიური ორკესტრი „საქათმესთი“, შექმნეს.
ამ აქტივობებით მოსწავლეებმა მუსიკალური ტერმინოლოგია ისწავლეს, გაეცნენ სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და მათ ჟრერადობას. გარდა ამისა, გაიგეს, თუ რას ნიშნავს მუსიკის, სიტყვის და ინტონაინტონაციის როლი სპექტაკლში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სპექტაკლისთვის დეკორაციები, თავისი ფანტაზიითშექმნეს და სპექტაკლის აფიშა დახატეს.
იხილეთ ფოტოები: