შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა
29-11-2022
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის, სპორტულ აქტივიბებში, ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი 2022-2023 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. მათ მინი ფეხბურთში წარმატებით იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

გუნდი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რომელიც დეკემბერში გაიმართება. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203