„ზღაპრების სამყაროში“- ქუთაისის N40 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
29-11-2022
ქუთაისის N40 სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული იყო. მის ფარგლებში, მე-4ბ კლასში პრეზენტაცია თემაზე - „ზღაპრების სამყაროში“ გაიმართა.
მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები ცნობილი ზღაპრების შასახებ, შემდეგ უყურეს ვიდეორგოლს და აღნიშნეს რა განსხვავება იყო მათმიერ მომზადებულ პრეზენტაციებში. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევები: „გავიგო და გადავახარისხო ინფორმაცია, დავინახო და გამოვყო განსხვავებული ინფორმაცია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს