„ოქროსფერი შემოდგომა“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სანახაობრივი ღონისძიება გაიმართა
29-11-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“. 

ღონისძიება მასშტაბური იყო და მასში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

ბავშვებმა უპირველეს ყოვლისა მოაწყვეს საშემოდგომო კუთხე, გამოფინეს ნახატები, წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და უამრავი საინტერესო აქტივობით გაილამაზეს დღე.

ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული თითოეული კლასის დამრიგებელი და, რა თქმა უნდა, მუსიკის მასწავლებელი ლალი ქათამაძე. 

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს და პედაგოგებს ღონისძიების წარმატებით ჩატარება მიულოცა და მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა ქიშვარდი გორგოშაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203