„წებოს შექმნა“- ხონის N2 საჯარო სკოლის კლუბმა - „ატომი“ საინტერესო პროექტი განახორციელა
29-11-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში საკლუბო მუშაობას დიდი ყურადღება ექცევა. ამჯერად, სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კლუბი „ატომი“ შეიქმნა. 

მისი ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი თამარ მეშველიანია. 

კლუბმა პროექტი - „წებოს შექმნა“ განახორციელა. აღნიშნული აქტივობა საგნობრივი ინტეგრაციის - ქიმია, ბიოლოგია, ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი იყო ეკოლოგიურად სუფთა, იაფი და ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტის მიღება, ცხიმიანი რძის, ძმრისა და სოდისაგან. 

მოსწავლეებმა წებო რძისგან შექმნეს და ცილა კაზეინის როლი გათვითცნობიერეს. ისინი აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203