„დირექტორს უნდა ჰქონდეს შეულახავი იმიჯი“- ივერიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი თენგიზ შავაძე
29-11-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლას შედეგზე, მოსწავლეებისა და პედაგოგების განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალი დირექტორი - თენგიზ შავაძე, ჰყავს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სკოლაში უსაფრთხო, თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. ის საინტერესო აქტივობებისა და ღონისძიებების ხშირი ინიციატორია. 

თენგიზ შავაძე თავის მოსაზრებას გვიზიარებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის დირექტორი.

„ამჟამინდელი ჩემი გამოცდილებით, რომელიც წლების მანძილზე დიდი ძალისხმევით დავაგროვე, ვფიქრობ ამ თანამდებობაზე მუშაობისათვის მარტო პროფესიონალიზმი და გამოცდილება არ კმარა. აქ საჭიროა ადამიანის შინაგანი განწყობა, ეთიკისა და მორალის უმაღლეს დონეზე ფლობა და რაც მთავარია ნებისყოფა და თმენის უნარი. ამის გარეშე კოლექტივთან გუნდური მუშაობა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე აღვნიშნავდი: 

  1. დირექტორი უნდა იყოს კარგი ლიდერი. შეეძლოს კოლექტივის დარაზმვა რაიმე საკითხზე სამუშაოდ. უნდა ჰქონდეს ყველა თანამშრომლის ნდობა. 
  2. უნდა იყოს ობიექტური, კომუნიკაბელური და თანამგრძნობი კოლექტივის თითოეული წევრის მიმართ. უნდა ითვალისწინებდეს თანამშრომელთა ოჯახურ და საყოფაცხოვრებო პირობებსაც. 
  3. უნდა ჰქონდეს შეულახავი იმიჯი, სკოლასა და სკოლის გარეთ. დირექტორის მორალური სახე არა მარტო კოლექტივისთვის, ახალგაზრდობისთვისაც უმთავრესი საკითხია. 

თუ ადამიანი ამ საკითხებზე იქნება კონცენტრირებული, ის შეძლებს კოლექტივისა და ახალგაზრდობის კეთილგანწყობისა და სიყვარულის მოპოვებას“,- აღნიშნავს თენგიზ შავაძე. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203