ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი მიეძღვნა 
29-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-9 კლასში, პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

მისი თემა ექვთიმე თაყაიშვილი იყო. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, შემდეგ პრეზენტაციები და კედლის გაზეთი მოამზადეს. ისინი დასაბუთებულად, საინტერესო ფაქტებითა და სათანადო არგუმენტებით მსჯელობდნენ. 

აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„მეჭურჭლეთუხუცესი, ღვთისკაცი, უბრალოდ, ქართველი მამულიშვილი - ეს ის მოკლე ჩამონათვალია იმ ეპითეტებისა, რომლებიც ამ ნიჭიერმა მოსწავლეებმა ჩამოთვალეს.... ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გაკვეთილები ტარდება ჩვენს სკოლაში, მომზადებული პრეზენტაციები, კედლის გაზეთი, ფილმი ამ წმინდა ადამიანზე და ზღვა ემოცია.
ჩვენი მოტივატორი ხომ თქვენ ხართ, ჩემო მოსწავლეებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203