
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება „ფერადი შემოდგომა მიდის“ გაიმართა. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიებას პედაგოგი თინა შეშელიძე ხელმძღვანელობდა, რისთვისაც მას სკოლაში მადლობას უხდიან.
„სკოლის პედაგოგმა - თინა შეშელიძემ კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს. თემა - „ფერადი შემოდგომა მიდის“ მართლაც განსხვავებული, მრავალფეროვანი და თბილი ზეიმი იყო თავისი დეკორაციითა და მუსიკალური გაფორმებით... მადლობა თინა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს, კიდევ მრავალი ლამაზ ღონისძიებას ველით მათგან... მადლობა, მშობლებს გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: