
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები, მომავალ თაობას სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ და ერთმანეთს ინდივიდუალური კითხვების გამოცნობაში შეეჯიბრნენ.
მოსწავლეები თამაშში აქტიურად ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: