მუხრანის N3 სკოლის მოსწავლე ნინო გერაძემ ბულინგისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ინგლისურენოვანი კომიქსი შექმნა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მერვეკლასელი ნინო გერაძე ნიჭიერი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა.
ის სხვადასხვა საინტერესო აქტივობას დიდი მონდომებით ასრულებს. ამჯერად, მან ბულინგთან და მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, კომიქსი მოამზადა.
კომიქსი სერბეთის კულტურის სახლში გაიგზავნა, სადაც მას აუდიტორიას წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ვიდეო: