
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასკოლო ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა მიდის“. ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად გადააქციეს პატარებმა.
სხვადასხვა საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და სიმღერებით ერთმანეთს ცვლიდნენ გოგო - ბიჭები.
სკოლაში მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელებს შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა მოსწავლეებს ასეთი ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიებისთვის. მადლობა კლასის ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს და მშობლებს გვერდში დგომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: