აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი გამართეს
29-11-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობს.​ სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ და ამ მიზნით, მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა - სალომე ირემაძემ და მათე ფაღავამ თოჯინური სპექტაკლი - „წითელქუდა“ გამართეს. 

აქტივობა, როგორც პატარა „მეთოჯინეებისთვის“ ისე აქტიური მაყურებლისთვის- მოსწავლეებისთვის - საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203