ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბის -„კარცერ-ლუქსი“ წევრები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
29-11-2022

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში საკლუბო მუშაობას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სკოლაში მოსწავლეთა კლუბი -„კარცერ-ლუქსი“, აქტიურად მუშაობს. ამჯერად, მისი წევრები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მათ ესსეები „მარადისობის კანონის“ და „ჰელადოს“ ირგვლივ მოამზადეს. გარდა ამისა, თემატური ლექსები წაიკითხეს. 

აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ სკოლას ნიჭიერი, წიგნზე შეყვარებული, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომელთაც შესაძლებლობების წარმოაჩენაში პროფესიონალი პედაგოგები ეხმარებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203