„π რიცხვის განვითარება და კომპიუტერული ხანა” - სამტრედიის N4 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
29-11-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობს. იმისთვის, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ დირექცია და პედაგოგები მოზარდებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, აქტივობებს თუ პროექტებს სთავაზობენ. 

მათ, შორის სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, VII კლასის მოსწავლეებთან ერთად, დაგეგმა პროექტი თემაზე - „P რიცხვის განვითარება და კომპიუტერული ხანა”.

მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით მოამზადეს პრეზენტაციები, რომელიც იყო ინფორმაციული და საინტერესო. მათ უფრო მეტი შეიტყვეს პის შესახებ და კომპიუტერულ ხანაზე ისაუბრეს. პრეზენტაცია მოეწყო საკლასო ოთახში. გაკვეთილი იყო შინაარსობრივი და საინტერესო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203