ბათუმის N20 სკოლის უკრაინელი მოსწავლეებისთვის, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ინდივიდუალური და ჯგუფური სესიები ჩატარდა
29-11-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლა აგრძელებს თანმაშრომლობას World Vision საქართველოსთან, რომელიც უკრაინელ ბავშვებს, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მხარს უჭერს.

ამჯერად, სკოლის უკრაინელი ბავშვებისთვის, სამი დღის განმავლობაში, ინდივიდუალური და ჯგუფური სესიები მიმდინარეობდა, რომელიც მითოდრამას, არტ თერაპიას, მუსიკისა და ცეკვის სინთეზურ აქტივობებს მოიცავდა. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.

„მუსიკათერაპიის დროს, ბავშვები ერთვებიან პროცესში, სწავლობენ თითოეული ინსტრუმენტის ჟღერადობას, რომლითაც ცდილობენ საკუთარი ემოციების გაზიარებას და ერთმანეთთან კომუნიკაციას. ცეკვა მუსიკის თანხლებით ხელს უწყობს ბავშვების სოციალიზაციას და ინტეგრაციას.
მითოდრამა ეხმარება მათ კრიზისულ სიტუაციაში პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭერის გზების პოვნაში.
სესიები ტარდებოდა პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და თერაპევტების მიერ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და ბავშვებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203