ჭანდარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის - საბა მანიჟაშვილის წარმატება ინოვაციური იდეების კონკურსში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლე საბა მანიჟაშვილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, 26 და 27 ნოემბერს გურჯაანის ტექნოპარკში ჩატარებულ „Smart სათამაშოების MakeaThon-ში“ მონაწილეობდა. მოსწავლე მის მიმდინარეობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.
საბა მანიჟაშვილი ჟიურის წევრ ნინო რაზმაძის რჩეული გახდა და კომპანია „Gogora • გოგორას“ სახელით, ჯილდო 1.000 ლარის ოდენობით მიიღო.
მოსწავლემ ორიგინალური იდეის პროტოტიპი შეიმუშავა, რაც გულისხმობდა მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პლასმასის გადამამუშავებელი სათამაშო ქარხნის ბოქსების შექმნას.