ხიდის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატა უგულავამ izrune.ge-ს ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
29-11-2022

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატა უგულავა მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და მამოტივირებელ და საგანმანათლებლო ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებს. 

izrune.ge-ს დიდი ოჯახის ბეჯითმა და მონდომებულმა წევრმა ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203