გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრეს და გოზინაყი მოამზადეს
29-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, ქართული ენის მასწავლებლმა არეგნაზ ქალაშიანმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. მათ ახალ წელზე ისაუბრეს, შემდეგ კი საახალწლო ტკბილეული - გოზინაყი სახლში მოამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, იხალისეს და გოზინაყის მომზადების პროცესი ვიდეოზე აღბეჭდეს. ბოლოს კი, ტკბილეული სკოლაში მიიტანეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს