როგორ აღნიშნა ქართული ენის დღე განძის N2 საჯარო სკოლამ
17-04-2018
რუსთაველის სახელობის განძის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა. კვირეულში (ხელმძღვანელი ნ. ბარჯაძე-მიხანაშვილი) ჩატარდა კონკურსები მხატვრულ კითხვასა და კალიგრაფიაში, ესეების წერასა და ვიქტორინაში, მომზადდა კედლის გაზეთი.
კვირის დასასრულს ქართული ენის კლუბის წევრები ესტუმრნენ ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ სკოლას (დირექტორი ლ. ჯინჭარაული), სადაც წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ენა ქართული, სიტყვა ქართული“.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლა, გაიცნეს სკოლის ინგლისური ენის დამხმარე მასწავლებელი, ამერიკელი ქეითლი, რომელიც მოსწავლეებს ქართულად ესაუბრა.
მოსწავლეებში განსაკუთრებული აღტაცება ინგლისური ენის კაბინეტმა გამოიწვია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“