ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
29-11-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო და კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება. ცხენთაროს საჯარო სკოლის (აჯამეთის კორპუსი) მოსწავლეებმა ღონისძიებით ბარაქიანი შემოდგომა გააცილეს. მათ წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ღირსშესანიშნაობებით, ტრადიციების გათვალისწინებითა და შესაბამისი ცეკვა-სიმღერით.

„მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებსა და სკოლის აღსაზრდელებს ასეთი ლამაზი დღისათვის. ვუსურვებთ, მრავალ შემოდგომას, მშვიდობიანს, ხვავიანს და ბარაქიანს. გაბრწყინებული და წარმატებული მომავალი ჩვენს პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203