ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დიორამები შექმნეს
29-11-2022
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს. 

მათ ულამაზესი დიორამები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით, ალექსანდრე ყაზბეგის „ნამწყემსარის მოგონების“ მიხედვით დაამზადეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სწავლა კეთებით და როლური თამაში - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მზია ბუქიძის მიზანიც სწორედ ეს იყო - მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ჩართულობის, ეფექტური დამახსოვრებისა და კოგნიტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203