წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციების ბანაკში მონაწილეობდნენ
29-11-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში დიდი წარმატებით ერთვებიან, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც პედაგოგთა პროფესიონალიზმია. 

ამჯერად, სკოლა ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ ინოვაციების ბანაკში მონაწილეობის მისაღებად შეარჩია. ღონისძიება 27 ნოემბერს ალტე უნივერსიტეტში გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 
მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილდნენ, შეძლეს სწრაფი ადაპტირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა.
მონაწილეები იყვნენ: ილია ჩიხრაძე, ნელიკო კუჭავა, ანი რატიანი, დიტო ბაღიშვილი, გვანცა სულაბერიძე, ლიკა ვაჩეიშვილი, დათო აფხაძე, ვერონიკა ჩიქობავა, გიგი კიკალიშვილი და მარიამ იოსელიანი.

ინოვაციების ბანაკი იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიებაა. სკოლა დაჯილდოვდა სიგელით, ხოლო მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს, რომელიც 123 ქვეყანაში მოქმედებს.

სკოლაში ამ მიღწევით ამაყობენ და თითოეულ მონაწილეს წარმატებას უსურვებენ.

„ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინენ ძალზედ კრეატიული იდეები და შეძლეს ეფექტური მეთოდებით პრობლემის გადაჭრა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203