ყვარლის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ წიწრიაშვილი „ყვარლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს
29-11-2022

ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ წიწრიაშვილი „ყვარლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. 

მოსწავლე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მთელ მუნიციპალიტეტს წარადგენს.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის ყვარლის და ჩხოროწყუს „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203