„ოქროსფერი შემოდგომა“ - ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სანახაობრივი ღონისძიება გაიმართა
28-11-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება ტარდება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. „ოქროსფერი შემოდგომა“ შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ შორის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს, სპექტაკლი გაითამაშეს და შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებით წარმოადგინეს. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203