ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
28-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოდგომა გაცილეს. მუსიკის მასწავლებელმა მათ ლექსები, სიმღერები, ცეკვები ასწავლა, რაც ზეიმისას აქტიურად გამოიყენეს. 

სკოლაში გამართულ ღონისძიებას ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ტერეზა ჩივჩიანი ესწრებოდა. 

„ზეიმი იყო სასიამოვნო საყურებელი და სახალისო. ჩვენ ასეთი აქტივობებით მოსწავლეებს ვუვითარებთ შემოქმედების უნარს.
ისინი ხდებიან უფრო ლაღები და შემოქმედებითები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203