„ჩურჩხელის დღე“- წესის საჯარო სკოლის V-VI კლასში სახალისო აქტივობა გაიმართა
28-11-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია ცერცვაძემ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

მან აქტივობა - „ჩურჩხელის დღე“ V-VI კლასში ჩაატარა. მასში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ საგან - „ჩვენი საქართველოს'' კურსის სწავლებისას მოსწავლეები ეცნობიან ჩურჩხელის კეთების ტრადიციას კახეთის, იმერეთის, ქართლის, გურიის მაგალითზე. შედეგად მოსწავლეებმა კაკალი აასხეს, შემდეგ კი ჩურჩხელები ამოავლეს.

„ხალისიანი აქტივობის შემდეგ მათ ფელამუში დააგემოვნეს და ჩურჩხელების გაშრობას სიამოვნებით ელიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203