თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში ორენოვანი ლიტერატურული საღამო - „გალაკტიონი“ ჩატარდა
28-11-2022

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება.

ამჯერად, სკოლაში ლიტერატურული საღამო - „გალაქტიონი“ ჩატარდა. 

XII კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლეილა წიკლაურის და ინგლისური ენის მასწავლებელ ირინე წიკლაურის ხელმძღვანელობით, სცენაზე გააცოცხლეს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება და მისი ლექსები, როგორც ქართულად ასევე ინგლისურად წაიკითხეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ ლამაზი და საინტერესო საღამოს მოწყობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203