დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
28-11-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

ამჯერად, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაზლებლობები წარმოაჩინეს. 

პირველ ასაკობრივ კატეგორიაში მე-5 კლასის მოსწავლეებმა - „მეგობრებმა“ გაიმარჯვეს. გუნდის წევრები არიან - საბა ნაჭყებია(გუნდის კაპიტანი); ლიზი კეკუტია; ანდრია ჯიჯელავა; ანა ახალაია და ნატალი ბეჭვაია;

20 ნოემბერს, ნახევარფინალი ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა. ფინალი კი ქალაქ ქუთაისში ტარდება.

სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203