ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით გააცილეს
28-11-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. სკოლაში იმართება მრავალფეროვანი როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და კულტურული ღონისძიებები. 

ამჯერად სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით გააცილეს. პირველი კლასის ხელმძღვანელის - ეკა ვარამაშვილის ორგანიზატორობით მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე შექმნეს ნამუშევრები და მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები.

ბავშვებმა ასევე შემოდგომის ნობათი გამოფინეს, თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ როგორი ბარაქიანი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203