„მსოფლიოს შვიდი საოცრება“ - ხორენიის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
28-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო საგანმანათლებლო პროცესს სთავაზობს. 

ამჯერად, სკოლაში ევროპულ კვირეულთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ ჩატარდა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი აიდა არაქელიანი და პედაგოგი ანაიდ ჯანამიანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ეხებოდა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილ ყველაზე ცნობილ სიას, თუ რატომ და როგორ ქმნიდნენ უძველეს დროში გავლენიანი ადამიანები საკუთარი ძალისა და მნიშვნელობის სადემონსტრაციო დიდებულ ნაგებობებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203