წალენჯიხის N2 სკოლის სპორტის მასწავლებელი ნანა კვარაცხელია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე აქტიურად ზრუნავს
28-11-2022

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლას თავიანთი საქმის პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს. ისინი მოსწავლეთა განვითარებისთვის დაუღალავად შრომობენ. 

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი სპორტის მასწავლებელი ნანა კვარაცხელიაა. მისი მიზანი მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაციაა. 

ნანა კვარაცხელია სხვადასხვა სპორტულ შიდასასკოლო ტურნირს ხშირად აორგანიზებს, რითაც მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. პედაგოგის როგორც საგაკვეთილო, ისე დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები სპორტის კულტურის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.

სკოლაში პედაგოგის შრომას ძალიან აფასებენ და წარმატებას უსურვებენ.

„სასკოლო ოლიმპიადებში, რეგიონალურ სპორტულ შეჯიბრებებში პედაგოგი თავის მოსწავლეებთან ერთად, მრავალ წარმატებას  აღწევს, რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციას და აძლევს შესაძლებლობას იყვნენ მიზანდასახულები, აქტიურები, ხალისიანები, ჰქონდეთ ინტერესი ფიზიკური აქტივობების მიმართ. 
წარმატებები ქალბატონ ნანას, ასეთი შემართებისა და მოტივაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203