დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლადო ასათიანის სახელობის პარკში გამართულ კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგნენ
28-11-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მომავალი თაობის შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს როგორც სკოლის შიდა ისე გარე ღონისძიებებში რთავენ. 

ამჯერად, დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქ ცაგერში გამართულ მასშტაბურ საშემოდგომო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. 

ქალაქ ცაგერში, ლადო ასათიანის სახელობის პარკში, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება - „რომ ლექსმა შეკრას ჭრილობა ცივი“ გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიწვეულნი იყვნენ გამორჩეული პოეტ-შემოქმედები.

დეხვირის საჯარო სკოლა საშემოდგომო ღონისძიებას მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა. გაიმართა საშემოდგომო გამოფენა-დეგუსტაცია, მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო ნომრები, წაიკითხეს საყვარელი ლექსები, თათარაში ამოავლეს მძივებად ასხმული ჩურჩხელები... მათ ღირსეული მასპინძლობა გაუწიეს მიწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას. 

სკოლა დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით.

„მრავალი ოქროსფერი და ბარაქიანი შემოდგომა გვეზეიმოს, მშვიდ და ლაღ ქვეყანაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203