ზარიძეების საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება მოაწყვეს
28-11-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. სკოლაში იმართება მრავალფეროვანი როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და კულტურული ღონისძიებები. 

ამჯერად, სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, პედაგოგების - მაია ცოცხალაშვილისა და ლია კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს, მათ შორის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

„ბავშვების გაბედნიერებას და დღის გალამაზებას ბევრი არაფერი სჭირდება, მთავარია იგრძნონ სიყვარული, თანადგომა, გულწრფელი დამოკიდებულება... შემოდგომის მშვენიერი ზეიმი მოაწყვეს სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203