„სამცხე-ჯავახეთის მეურნეობის დარგები“- ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებს საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
28-11-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია, მეექვსეკლასელთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი. 

გაკვეთილი „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგმა, მარინა ჟღენტმა, VI და VI კლასებში ჩაატარა და მისი თემა გახლდათ - სამცხე-ჯავახეთის მეურნეობის დარგები.

მოსწავლეებმა მოაწყვეს კარტოფილის კერძების დღე, მათ ინტერნეტისა და მშობლების დახმარებით მოიძიეს ინფორმაცია, თუ რა კერძების მომზადება შეიძლება კარტოფილისგან. მოამზადეს მათთვის სასურველი კერძი და წარმოადგინეს პრეზენტაციები. გაკვეთილის ბოლოს მეექვსეკლასელები მეგობრებს გაუმასპინძლდნენ და გამოთქვეს მოსაზრებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203