ქუთაისის N16 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, კაცხის სვეტი მოინახულეს
29-11-2022
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის X კლასში საინტერესო ინოვაციური სასწავლო პროექტის განსახორციელება დაიწყო. 

აღნიშნული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას - საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევას, საქართველოს რომელიმე მხარის, ერთი კონკრეტული ძეგლის საფუძვლიანად შესწავლას ემსახურება. 

ხელოვნების პედაგოგმა მაია ფხაკაძემ და მისმა მოსწავლეებმა ამჯერად „კაცხის სვეტი“ აირჩიეს. ისინი ამ ძეგლს ეწვივნენ, დაათვალიერეს, მის შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„პროექტის განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, წინ ულამაზესი და სიყვარულით აღსავსე დღეები ელოდებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203