„ჩრდილების თეატრი“ - თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
29-11-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

22 ნოემბერს, VI კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების - „ჩრდილების თეატრი“ პრეზენტაცია;

მოსწავლეებმა მოამზადეს საგამოფენო ნამუშევრები, თუ როგორ ხდებოდა სხვადასხვა ზღაპრისა და ბალეტის პერსონაჟების ჩვენება, წარმოადგინეს ინფორმაციები ჩრდილების თეატრის წარმოშობის შესახებ, დაამზადეს პლაკატები, აჩვენეს ჩრდილების თეატრის პერსონაჟები, ასევე გააკეთეს პრეზენტაცია ელექტრონული ვერსიის სახით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203