
თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
5 ნოემბერს, IXა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ გ. დემენტიევასა და მუსიკის მასწავლებელ თ. კობახიძესთან ერთად, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს კომპოზიტორის პირადი ნივთები და ინსტრუმენტები, ხელნაწერი ნოტები, მისი სამუშაო ოთახი.
მეცხრეკლასელებმა ასევე კომპოზიტორის შესახებ მოისმინეს საგანმანათლებლო პროგრამა. დასასრულ, განხორციელდა საინტერესო აქტივობა მოსწავლეების ჩართულობით.